მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის
გიწვევთ საგრანტო პროგრამაში
მონაწილეობის მისაღებად
მონაწილეობა შეუძლია:
- აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირს.
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტს, რომელიც საქმიანობას ლეგიტიმურად ახორციელებს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.
- საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ამხანაგობას (რომლის მინიმუმ ერთი წევრი უნდა იყოს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი). ამხანაგობის რეგისტრაცია შესაძლებელია მოხდეს საგრანტო პროგრამაში გამარჯვების შემდეგ.
დაფინანსდება ძირითადი საშუალებები და ცალკეულ შეთხვევებში საწარმოო პროცესის დაწყებისთვის აუცილებელი ნედლეული და სახარჯი მასალები.
დაფინანსდება პროექტები, რომლებიც მოიცავს ეკონომიკურ საქმიანობას და განხორციელდება:
- აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.
- საქართველოს სხვა რეგიონში თუ წარმოადგენს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირის ბიზნესპროექტს იმ პირობით, რომ ეს პროექტი სრულ და პირდაპირ ეკონომიკურ კავშირს უზრუნველყოფს აფხაზეთთან ან ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან.
დაფინანსების ოდენობა
- ერთ ბენეფიციარზე გაიცემა - არანაკლებ 5,000 და არაუმეტეს 15,000 ლარი.
- ბენეფიციართა ჯგუფზე/ამხანაგობაზე გაიცემა - არანაკლებ 15,000 და არაუმეტეს 50,000 ლარი.
საგრანტო განაცხადები მიიღება ინგლისურ, რუსულ ან ქართულ ენებზე.


