24 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით გიწვევთ საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად!

20 მაისი 22

მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის

2022 წლის საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღებას აცხადებს

განაცხადები მიიღება 24 მაისიდან 24 ივნისის ჩათვლით

მონაწილეობა შეუძლიათ:

  • აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირ(ებ)ს.
  • პირთა ჯგუფს (მინიმუმ ერთი წევრი უნდა იყოს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი.)

პროგრამა დააფინანსებს:

  • ძირითად საშუალებებსა და, ცალკეულ შემთხვევებში, საწარმოო პროცესის დაწყებისთვის აუცილებელ ნედლეულსა და სახარჯ მასალებს.

პროექტი უნდა განხორციელდეს:

  • აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.
  • საქართველოს სხვა რეგიონში, თუ წარმოადგენს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირის ბიზნესპროექტს იმ პირობით, რომ ეს პროექტი პირდაპირ ეკონომიკურ კავშირს უზრუნველყოფს აფხაზეთთან ან ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან.

დაფინანსების ოდენობა:

  • ერთ ბენეფიციარზე გაიცემა - არანაკლებ 5,000 და არაუმეტეს 15,000 ლარი.
  • ბენეფიციართა ჯგუფზე გაიცემა - არანაკლებ 15,000 და არაუმეტეს 50,000 ლარი.

განაცხადები მიიღება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით: pfbf@pfbf.org