საგრანტო კონკურსი 2024 იწყება!

15 აპრილი 24

მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის

2024 წლის საგრანტო პროგრამაზე განაცხადების მიღებას აცხადებს

განაცხადები მიიღება 15 აპრილიდან 15 მაისის ჩათვლით

მონაწილეობა შეუძლიათ:

  • აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურად მცხოვრებ 18 წელს მიღწეულ ფიზიკურ პირ(ებ)ს.
  • პირთა ჯგუფს (მინიმუმ ერთი წევრი უნდა იყოს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურად მცხოვრები 18 წელს მიღწეული ფიზიკური პირი.)

პროგრამა დააფინანსებს:

  • ძირითად საშუალებებსა და, ცალკეულ შემთხვევებში, საწარმოო პროცესის დაწყებისთვის აუცილებელ ნედლეულსა და სახარჯ მასალებს.

პროექტი უნდა განხორციელდეს:

  • აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში.
  • საქართველოს სხვა რეგიონში, თუ წარმოადგენს აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები პირის ბიზნესპროექტს იმ პირობით, რომ ეს პროექტი პირდაპირ ეკონომიკურ კავშირს უზრუნველყოფს აფხაზეთთან ან ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან.

დაფინანსების ოდენობა:

  • ერთ ბენეფიციარზე გაიცემა - არანაკლებ 5,000 და არაუმეტეს 15,000 ლარი.
  • ბენეფიციართა ჯგუფზე გაიცემა - არანაკლებ 15,000 და არაუმეტეს 50,000 ლარი.

განაცხადები მიიღება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენებზე.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით: pfbf@pfbf.org