კითხვა-პასუხი

საგრანტო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ძირითადი საშუალებების შესყიდვა და ასევე საჭიროების შემთხვევაში, საწარმოო პროცესის დაწყებისთვის აუცილებელი ნედლეულის და სახარჯი მასალების შეძენა. საგრანტო დაფინანსება არ ითვალისწინებს ბენეფიციარზე ნაღდი ფულის გაცემას. ბენეფიციარს საგრანტო თანხა გადაეცემა უნაღდო ანგარიშსწორების საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით. ბენეფიციარის მიერ ბიზნესგეგმით გათვალისწინებული შესყიდვები განხორციელდება ფონდთან წინასწარი წერილობითი შეთანხმებით.

აღნიშნული პროგრამით ბენეფიციარს თანადაფინანსება, ან მის მიერ საგარანტიო თანხის ან ავანსის წარმოდგენა არ მოეთხოვება.

გრანტის ფარგლებში შესაძლებელია როგორც არსებული, ასევე, სტარტაპ ბიზნესის დაფინანსება.

შეძენელი საშუალებების აფხაზეთში გადატანა უნდა მოხდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან, ხოლო ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში - გორის მუნიციპალიტეტიდან. პირი თავად უზრუნველყოფს შეძენილი საშუალებების ამ მიმართულებებიდან გადატანას, ასევე ფონდი განიხილავს ცალკეულ შემთხვევებში დახმარების შესაძლებლობებს.

გრანტის თანხით დანადგარის საზღვარგარეთ შეძენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანადგარის განბაჟება განხორციელდება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

ფონდის მიერ შეძენილი საშუალებების გადატანა აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არ ფინანსდება.

დიახ, გრანტის თანხით შესაძლებელია ასეთი ტექნიკის (მათ შორის, ტრაქტორის, მოტობლოკის და სხვა) შეძენა თუ ამ ტექნიკის შესყიდვას ითვალისწინებს ბიზნესგეგმა.

აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია უნდა მოხდეს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე ან/და აფხაზეთში ან ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, ასევე შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მისი ექსპორტი.

პროდუქციის რეალიზაციის ვადები განისაზღვრება შეთანხმებული და საგრანტო ხელშეკრულებით დამტკიცებული ბიზნესგეგმით.

პროგრამის ფარგლებში ტრენინგის ან კონსულტაციების ჩატარება საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია.

პროექტის მონიტორინგს განახორციელებს ფონდი, მისი პარტნიორი ორგანიზაციები/პირები. მონიტორინგის პროცედურები განისაზღვრება საგრანტო ხელშეკრულებით.